ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცოლ-ქმარს, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ცოლ-ქმარს, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

„ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დახურულ სხდომაზე იმსჯელა. შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთება, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებისათვის, ფორმალურ და ფაქტობრივი საფუძვლებთან დაკავშირებით.  ბრალდებულებს, ბრალად ედებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 17-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, ბრალდებულთა მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გამოიყენა, რათა, თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა  ჯანმრთელობის, ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი, სულიერი და საზოგადოებრივი განვითარების შეფერხების საფრთხეები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 27 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება“- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოლ-ქმრის მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....