ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: გოგონას გაუპატიურების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოგვმართეთ

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის სამმა მოქალაქემ გოგონა გააუპატიურა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება არ შემოსულა, –  ამის შესახებ განცხადებას შსს აქვეყნებს.

უწყება მოუწოდებს ყველა პირს, რომლებიც ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას, რათა სამართალდამცველებმა ოპერატიულად შეძლონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.

 

იტვირთბა....