ახალი ამბები მთავარი სამართალი

კომისიაზე მოზარდების მკვლელობის თვითმხილველ არასრულწლოვნებს მომდევნო კვირაში გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოიკითხებიან ის მოზარდები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, უშუალო შემსწრე არ არიან, მაგრამ გარკვეული ინფორმაციის მატარებლები არიან.

„საქმეში ძალიან ბევრი არასრულწლოვანი მონაწილეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრესი და დაძაბულობა, რაც ამ ტრაგედიას მოჰყვა, კომისიაზე მათი მოყვანითა და გამოკითხვით დამატებით სტრესად არ უნდა ვაქციოთ. აუცილებელია, არასრულწლოვანთა გამოკითხვაში სპეციალიზირებული პირები ვიყოთ. არასრულწლოვანთა გამოკითხვის საკითხებში ტრეინინგი გავიარეთ, თუმცა ამის მიუხედავად, არასრულწლოვანი ბავშვების გამოკითხვას ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. მიზანშეწონილია, ფსიქოლოგი ჩავრთოთ, რომელსაც სპეციალიზებული ცოდნა ექნება არასრულწლოვნებთან მუშაობისა და გამოკითხვის. მისი მეშვეობით ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოზარდები ისედაც ძალიან მძიმე ტრაგიკულ შემთხვევას შეესწრნენ, ეს მათ ცხოვრებაზე ასახულია და ამ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ“, – აცხადებს ოხანაშვილი.

იტვირთბა....