თურქეტის პარლამენტში, 9 ივლისს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 9 ივლისს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ფიცს დადებს პარლამენტის სხდომაზე.
ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში მმართველობის საპარლამენტო ფორმიდან საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება.
ინაუგურაციის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს.