ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ამ წუთებში ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ხვდება. კონკრეტულად, უცნობია თუ რა საკითხთან დაკავშირებით ესაუბრება სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა სარალიძეს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ წუხანდელი ღამე შსს-ს ეზოში გაათენა.
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის არ დატოვებს შსს-ს იქამდე, ვიდრე მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას, ხელბორკილებით მის თვალწინ არ ჩაატარებენ“.