ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა. სარალიძე მისი შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმების ჯგუფი უწყებასთან გუშინ მიიყვანეს.
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის არ დატოვებს შსს-ს იქამდე, ვიდრე მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას, ხელბორკილებით მის თვალწინ არ ჩაატარებენ“.
ამასთან სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები შსს-თან შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ.