ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა სიმონეთი-თერჯოლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

იტვირთბა....