ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყალბი პასპორტებით კვიპროსზე საქართველოს მოქალაქე 4 ქალი დააკავეს

კვიპროსზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 4 ქართველი ქალი სამართალდამცველებმა მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მიღების მიზნით, ქალაქ პაფოსის საემიგრაციო სამსახურში მივიდნენ და ყალბი პასპორტები წარადგინეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

დაკავებულების ასაკი 27-დან 38 წლამდეა. სასამართლომ მათ ყალბი საბუთების გამოყენების და უკანონო დასაქმებისა მცდელობის, ასევე კვიპროსის ტეროტირიაზე უკანონოდ ყოფნის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებმა აღიარეს რომ საბერძნეთისა და ლატვიის ყალბი პასპორტები მათ საქართველოში შეიძინეს.

იტვირთბა....