შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის. “112”-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ “112”-ის “ფეისბუქის” გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.