საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დემონსტრატებმა კანონი დაარღვიეს და აქციაზე არ იყო ხალხს ის რაოდენობა, რომელთაც ქუჩის გადაკეტვის უფლება ქონდათ.
“7 ნოემბრისა და დღევანდელი სიტუაციის ანალოგის გავლება სწორი არ იქნება. კარვების გადატანა მოხდა გზის სავალი ნაწილიდან, რაც კანონის მოთხოვნაა. ჩვენ შეკრებისა და გამოხატვის უფლებას პატივს ვცემთ, მაგრამ შეკრებასა და მანიფესტაციას აქვს წესი.
ეს წესი დაარღვიეს, როდესაც აქციის მონაწილეებმა მონაცემთა რაოდეონობის მიუხედავად, გადაწყვიტეს, რომ გზის ბლოკირება მოეხდინათ, რაც იმ შემთხვევაშია ნებადართული, როდესაც ხალხი არეალში ვერ ეტევა. ამ ფორმით შეკრების ჩატარებამ კანონის დარღვევის ფორმა შეიძინა. ხელისუფლებას სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვაც ევალება. მარტო ნიკა მელია ხომ არ საქართველოს მოქალაქე? ბევრი სხვა მელია მოქალაქეებიც გყვავს, მათ სამუშაო და ცხოვრება აქვთ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მძრაობის” წევრები დააკავეს, მათ შორის, დეპუტატი ნიკა მელიაც.