ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საბერძნეთში ავტობუსის გადაყირავების შემდეგ 6 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ინფორმაციასEkathimerini-ზე დაყრდნობით “1ტვ” ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ კავალას მახლობლად მოხდა. მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ავარიის შედეგად ასევე დასავდა ათი ადამიანი. ყველა მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსით ერაყელი და სირიელი არალეგალი მიგრანტები მგზავრობდნენ.

იტვირთბა....