ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი: “ნაცვლიშვილისა და ონიანის პატიმრობაში დატოვებას აუცილებლად გავაპროტესტებ”

ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლუკა ნაცვლიშვილისა და გიორგი ონიანის პატიმრობაში დატოვებას აუცილებლად გააპროტესტებს.

როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, ის სასამართლო პროცესებზე აპირებს ვიდეო კადრებით დაამტკიცებს ბრალდებულთა უდანაშაულობა წარდგენილ ბრალში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. კერძოდ, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი გირაოთი გაათავისუფლა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ონიანი, რომელიც მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი 19 ივნისს 12 :00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს, „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”. ამავე დღეს „რუსთავი 2“-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.

იტვირთბა....