საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იმ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც მოსახლეობამ ძლიერი მიწისძვრის დროს უნდა გაითვალისწინოს. რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ შენობაში იმყოფებით:
თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ სადაც ხართ; სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან; მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას; არ ისარგებლოთ ლიფტით; დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან; თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ; არ ისარგებლოთ ასანთით;
როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ ქუჩაში იმყოფებით:
გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან; არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ“, – ნათქვამია რეკომენდაციებში.