ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვირაბთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ინფორმაციას “გურიისმოამბე” ავრცელებს.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.