ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: მიღებულია ზომები ინგა გრიგოლიას უსაფრთხოების დასაცავად

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ მიღებულია ზომები ინგა გრიგოლიას უსაფრთხოების დასაცავად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გრიგოლიას გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ფაქტის სრულყოფილად გამოძიების შემდეგ დადგება აღნიშნული პირის პასუხისმგებლობის საკითხი:

„მინდა გითხრათ, რომ ამჟამადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, ვისაუბრო დამატებით დეტალებზე. გამოიკითხება აბსოლუტურად ყველა პირი, ვისაც შეიძლება, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია. ამიტომ, გარდა ამ პირისა, იდენტიფიცირებულნი არიან, ასევე, სხვა მოწმეები, რომელთა გამოკითხვა მოხდება უახლოეს დღეებში, ხვალ. შეიძლება, ესენი იყვნენ თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ნებისმიერი პირი, რომელსაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის წლებია უკვე ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და 2011 წლიდან ერთი პიროვნება მოსვნებას არ აძლევს.

ინგა გრიგოლია: “წლებია წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ვცხოვრობ”

იტვირთბა....