ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურის უფროსი, ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში გურიიდან წერს:
„მთავრობამ დაიწყო ფაროსანასთან ბრძოლა! გაივლის გზაზე მანქანა გაწუწავს ჭიშკარს და მიდის. სახლიდან გარეთ განდევნილი ფაროსანა გამწარებული და მოცოცხლებული მიბრუნდება უკან. გამევსო სახლი, თან ისეთები ბრუნდებიან ვერც ვიჭერ, ვერც ვიზიდავ და ვერც ვკლავ. ესენი მგონი ფაროსანას აძლიერებენ.
დასავლეთ საქართველოში დათბობასთან ერთად ისევ დღის წესრიგში დადგა ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათთან საბრძოლველად.

