ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სალონიკის მერის თავდასხმაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი საქართველოს ყოფილი მოქალაქეა

პონტოელი ბერძნებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს, 19 მაისს სალონიკის მერს ქალაქის ცენტრში თავს დაესხნენ.  თავდამსხმელებმა ჩალეწეს ქალაქის მერის ავტომანქანის მინა და ბუტარისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

საბერძნეთში ნაციონალისტების უკმაყოფილებას, 75 წლის მერის ლიბერალური შეხედულებები იწვევს. მერზე თავდასხმა საბერძნეთში პოლიტიკოსების ნაწილმა შეაფასა, როგორც ფაშისტების მიერ მერის შეშინების მცდელობა.

ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობი “ნეტგაზეთი” ავრცელებს. პოლიციამ უკვე დააკავა ორი ბრალდებული, 20 და 36 წლის, რომელთაც აღიარეს, რომ მერს დაესხნენ თავს. ბერძნული მედია იუწყება, რომ 36 წლის მამაკაცი საქართველოს ყოფილი მოქალაქეა, პონტოელი ბერძენი. დაკავების გარდა, პოლიციამ ბრალი წაუყენა კიდევ სამ ადამიანს, რომლებიც, სავარაუდოდ მერზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

დაკავებულები ამბობენ, რომ გაგონილი ჰქონდათ ქალაქის მერის განცხადება პონტოელ ბერძნებზე, რომელიც მან ადრე გააკეთა, მისი დანახვისას თავი ვერ შეიკავეს და ამიტომაც დაესხნენ თავს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

თესალონიკის მერი თავდასხმის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მან კლინიკა 20 მაისს დატოვა და განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს პონტოელ ბერძნებთან და დანარჩენს ამ თემაზე ქალაქის საკრებულოს სხდომაზე იტყვის.

იტვირთბა....