სალონიკის მერს, 75 წლის იანის ბუატარისს თავს დაესხნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ანტინაციონალისტური განცხადებებით ცნობილი სალონიკის მერი პირველი მსოფლიო ომის დროს თურქების მიერ მოკლული ბერძნების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა. მას ნაციონალისტებმა სცემეს და ჰოსპიტალიზებულია.
Washington Post-ის ინფორმაციით, მერს ტრავმები თავის არეში ფეხით და სხვადასხვა მყარი საგნებით აქვს მიყენებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ 75 წლის მერს ათზე მეტი კაცი სცემდა. თავდამსხმელების შეჩერება დაცვის წევრებმა შეძლეს.