ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თელავში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. სასაფლაოზე ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მიშაობენ. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
იტვირთბა....