ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა სავალდებულო ხდება

გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა სავალდებულო ხდება, – ამის შესახებ შესაბამისი ცვლილება „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

„საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტების) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. შეფუთვაზე განთავსებულ უნდა იქნეს ეტიკეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”, – აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილება ძალაში მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდება.

იტვირთბა....