ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სამართალდამცველებს კორკოტაშვილთან კითხვები ფინანსური შემოსავლებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ”

სამართალდამცველებს კორკოტაშვილთან კითხვები ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ გააკეთა, რომელიც გუშინ აქციაზე კორკოტაშვილთან ერთად დააკავეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში, გვერდით ოთხაში იკითხებოდა. ის ჰყვება, რომ გამომძიებლები აქციის გარდა, გია კორკოტაშვილის ფინანსური შემოსავლებითაც იყვნენ დაინტერესებულები.

თავად გია კორკოტაშვილს სამართალდამცველები 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ. კორკოტაშვილი საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა, მან პოლიციის განყოფილება სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.
კითხვების შინაარსის ნაწილი, რომელიც სამართალდამცველებს მასთან ჰქონდათ, მედიასთან ზაზა სვანაძემ გაასაჯაროვა.

„გია კორკოტაშვილთან ვწერდი ინტერვიუს. ონლაინ ტრანსლირება ხდებოდა ინტერნეტის საშუალებით, ე.წ. ლაივი იყო. შუა რუსთაველზე გამიტაცეს, მკლავში ამომდეს ხელი, ოთხმა ადამიანმა ჯიპის ტიპის ავტომობილში ჩამსვა და მომიყვანა აქ.
შემოსავლებზე ეკითხებოდნენ გია კორკოტაშვილს, საიდან თანხა ორგანიზაციის – ამ მიმართულებით ეკითხებოდნენ. აქციებთან დაკავშირებითაც ეკითხებოდნენ, აშკარად სახელმწიფო ნერვიულობს,“-აცხადებს სვანაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. „ქართული მარშის” წევრების ცნობით, გია კორკოტაშვილთან ერთად გამოკითხვაზე კიდევ ორი პირი იმყოფებოდა.  თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებდნენ  რასთან დაკავშირებით მოხდა მისი პოლიციაში წაყვანა.

გუშინ „ქართულმა მარშმა“  განცხადება გაავრცელა, რომ 17:00 საათზე მათი მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან.

იტვირთბა....