ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “ჩემი სახელით პატრიარქზე სიბინძურე ვრცელდება და იმედია, არ დაიჯერებთ”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სახელით პატრიარქზე სიბინძურე ვრცელდება და ეს ინფორმაცია ყალბია.

“ჩემი სახელით პატრიარქზე რაღაც სიბინძურე ვრცელდება. იმედია, არ დაიჯერებთ. მცირე განმარტებას კიდევ გავაკეთებ. მე ეს არ დამიწერია და არც გამოძიებას ვაპირებ. ვისაც გინდათ დაჯერება, დაიჯერეთ.

რადგან თემამ მოიტანა, ვფიქრობ უნდა იცოდეთ ჩემი დამოკიდებულების შესახებ საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ. კანონითაც და ჩემი პირადი მრწამსითაც სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნულია ერთმანეთისგან. შესაბამისად, როგორც საერო პირს მაქვს ჩემი აზრი ეკლესიის შესახებ, მაგრამ თავს უფლებას არასდროს მივცემ ამაზე საჯაროდ ვიმსჯელო. თუ ეკლესიამ თვითონ ჩათვალა, რომ მათთვის ეს საინტერესოა, არ დავზარდები და გავუზიარებ”, – წერს ხუხაშვილი.

1 მაისიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება განცხადება, სადაც გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პატრიარქს უკანონო ბიზნესი აქვს და დაახლოებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

იტვირთბა....