ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს პრეზიდენტისგან წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი იყო, მისი საქციელი პარლამენტის უპატივცემულობაა”

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  პროტესტის ნიშნად პარალმენტის დატოვებას ირაკლი კობახიძე აფასებს. მისი თქმით, ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა – პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის პროტესტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი ვერ შეიცვლება.

კობახიძე ამბობს, რომ რეგლამენტს კანონის ტოლფასი ძალა აქვს და ვერ შეიცვლება. კობახიძე განმარტავს, რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებს ბოლოს პასუხობს.
კობახიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტს დარბაზის დატოვება წინასწარ ჰქონდა განზრახული.
„ისეთი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი“-განაცხადა კობახიძემ.

საქართველსო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ წუთებში პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. მარგველაშვილის პროტესტის მიზეზი მისი მოთხოვნა გახდა, რომ ის დეპუტატებთან დებატებში შესულიყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ამის უფლება არ მისცა, რადგანაც მისი თქმით, რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტს პასუხის შესაძლებლობა დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს ექნება. პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ ის პარლამენტში მაშინ დაბრუნდება, როცა დებატებში შესვლის საშუალება  მიეცემა.

იტვირთბა....