ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრეზიდენტი: “ველოდები, რომ პარლამენტი დებატებში შესვლის საშუალებას მომცემს”

პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“თქვენ იცით, რომ დებატების ფორმატი იყო გამოცხადებული და მე ამას მივესალმებოდი. ჩემთვის, ბუნებრივია, პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის საშუალება. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემა იმ კითხვებისთვის, რომელსაც პარლამენტი სვავს და მერე პარლამენტი მიკრძალავს.

ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. მე ველოდები, რომ პარლამენტი მომცემს შესაძლებლობას, რათა დებატებში შევიდე დეპუტატებან. რეგლამენტში არსად წერია, რომ პრეზიდენტს პასუხის გაცემის საშუალება არ ქონდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამის შემდეგ პრეზიდენტსა და დეპუტატებს შორის დებატები დაიწყო.

იტვირთბა....