საქართველსო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ წუთებში პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. მარგველაშვილის პროტესტის მიზეზი მისი მოთხოვნა გახდა, რომ ის დეპუტატებთან დებატებში შესულიყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ამის უფლება არ მისცა, რადგანაც მისი თქმით, რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტს პასუხის შესაძლებლობა დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს ექნება. პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ ის პარლამენტში მაშინ დაბრუნდება, როცა დებატებში შესვლის საშუალება მიეცემა.
იტვირთბა....

