პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია და ეს უნდა გახსოვდეთ ყოველ წუთს. მას მთელი მსოფლიო ესაუბრება, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
“ბატონო პრეზიდენტო, უნდა გავიხედოთ ჩრდილოელი მეზობლისკენ და დავინახოთ კარგად ჩრდილოელი მეზობელი. ბავშობიდან ვიცნობთ მას. ზოგი იქ სწავლობდა, ზოგი ახლაც სწავლობს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე მოღვაწეობს რუსეთში. ბოლოსდაბოლოს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავექცევით და გავატაროთ პრაქტიკული და პრაგმატული პოლიტიკა. პოლიტიკაში მე სიყვარული და სიძულვილი არ ვიცი, მე ვიცი ინტერესები.
პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია და ეს უნდა გახსოვდეთ ყოველ წუთს. მას მთელი მსოფლიო ესაუბრება. ბატონო ბოკერია, ეს პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშსგასაწევი ქვეყანის პრეზიდენტი. და საერთოდ აქ რომ ზიხართ, ეგეც ძალიან დიდი უცნაურობაა”, – განაცხადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამის შემდეგ პრეზიდენტსა და დეპუტატებს შორის დებატები დაიწყო.