პრეზიდენტიას ყოველწლიურ გამოსვლაში , დებატების მეშვეობით ნაციონალური მოძრაობის წევრმა , ნიკა მელიამ მიიღო მონაწილეობა
“მოვისმინეთ მარგველაშვილის დასკვნითი ანგარიში, მე პირადად ძალიან გამიკვირდა რადგან არამხოლოდ მოკლე არამედ შინაარსისგან მოკლებული იყო. როცა ადამიანი 5 წელია პრეზიდენტი ვფიქრობ მეტი უნდა ჰქონოდა სათმქლი.
ძალიან მნიშვნელოვანმა პერიოდმა განვლო არამხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან, არამედ ისტორიული გადასახედიდანაც და მოკლედ შევაფასოთ თუ სად ვართ და რა მოიტანა “ქართული ოცნების” მმართველობამ დღმდე და რა ფორმაშია ჩვენი საერთო სახლი – საქართველო. რას აკეთებს “ქართული ოცნება” სიღარიბის დასაძლევად. თქვენი მარგის კოეფიციენტი არის ნულოვანი , თქვენ მართავთ იმ ქვეყანას სადამ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომლებმაც ლარი გააუფასურა. სახელწიფო აპარატი იფლობა კორუფციაში. მინისტრთა კიბინეტის უმეტესობა მდიდრდება.
თქვენ 2013 წელს პროკურატურის დახმარებით მოხსენით გრიფით საიდუმლო განკარგულებაზე, რომლის მეშვეობითაც “ბრალი” წაუყენეს გენერალ ჯანაშიას და 11 წლიან პატიმრობა მიუსაჯეს არაფრის გამო. ამ ქვეყანაში ჩაბეტონდა შერჩევითი სამართალი. არცერთი სიტყვა სასამართლოზე არ თქმულა.
ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო სასამართლო მაგრამ სად არიან ის მოსამართლეები ვინც მაშინ ასრულებდა უკანონო დავალებებს? ეს მოსამართლეები დააწინაურეს და კლანურად მართავენ სასამართლოს” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში წლის შემაჯამებელი ანგარიშით დღეს წარსდგა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა ამ წუთებში დებატების ფორმატში მიმდინარეობს და დეპუტატებს საშუალება ეძლევათ, კითხვები დაუსვალ პრეზიდენტს.