ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

წულუკიანი: “რომელიმე დიდი მეფე რომ წამოახედა, ის არ იტყოდა ჩემს მერე არაფერი გაკეთებულაო”

მოვისმინე, როგორც ჩემი ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, სახელმწიფო საქმეში ჩაუხედავი ადამიანის გამოსვლა, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა.

„ველოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო საქართველოს პირველი პირი და სახელმწიფოს მეთაური, უფრო ვრცელი, უფრო ფუნდამენტური იქნებოდა, რომ მასში სიღრმისეული ანალიზი იქნებოდა, როგორც შიდა პროცესების, ასევე საგარეო გამოწვევის. ამის ნაცვლად, მოვისმინე, როგორც ჩემი ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, სახელმწიფო საქმეში ჩაუხედავი ადამიანის გამოსვლა, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა, რომელმაც სწრაფად მოგვაყარა გარკვეული მისეული ხედვა პრობლემებისა და არ ისაუბრა იმაზე, ხუთი წლის თავზე თავად რა გააკეთა, რათა ნაკლები იყოს პრობლემები, რომელთა მოგვარებაზეც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

არ დაგიმალავთ და გეტყით, რომ სახელმწიფო მეთაურის დღევანდელ გამოსვლაში თუკი იყო ბევრ სხვას შორის რაიმე მძიმე ან ძალიან მძიმე, ერთადერთს გამოვყოფდი, როგორც ძალიან მძიმეს – ეს იყო ის პასაჟი, როდესაც მან ბრძანა, რომ მისი განათლების მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა. ამ დროს, ვიფიქრე, ღიად გეტყვით – ჩვენი რომელიმე დიდი მეფე ან დედოფალი რომ​ წამოახედა, ალბათ, ის არ იკადრებდა იმის თქმას, რომ მის მერე საქართველოში არაფერი გაკეთებულა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დებატების ფორმატში 3-ის ნახევარზე განახლდება.

იტვირთბა....