მარტვილის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს. ინფორმაციას ” “imedinews” ავრცელებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “imedinews”-ს მარტვილის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ დაუდასტურა.
,,რამდენიმე საათის წინ გავიგეთ, რომ ანტიკორუფციულმა ჩვენი თანამშრომელი დააკავა. ყველაფერი ალბათ გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი, “- განაცხადა გრიგალავამ.

