aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

24-ე სკოლის დირექტორი: “საქმეში დანა ფიგურირებდა, თუმცა, მისი გამოყენება არ მომხდარა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ მომხდარ ინციდენტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მოსწავლეები, რომელბიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, გამოკითხვაზე იმყოფებიან. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე დანაც დაინახა, თუმცა, ვის ეკუთვნოდა, არ იცის.

„საქმეში დანა ფიგურირებდა, თუმცა, როგორც მე ვიცი, მისი გამოყენება არ მომხდარა. ინციდენტში ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე მონაწილეობდა და კიდევ ერთი პირი. მოსწავლეები ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფებიან. დაპირისპირების მიზეზი მე ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი კაკაბაძემ.

დღეს, თბილისის 24-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-ში “მეტრონომს” უთხრეს, რომ შელაპარაკება სამ მოზარდსა და გამვლელს შორის მოხდა, რომელმაც არასრულწლოვანებს სიგარეტის მოწევის გამო შენიშვნა მისცა. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

იტვირთბა....