ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: “უმრავლესობა საპრეზიდენტო კანდიდატს ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს”

„ქართული ოცნება“ კანდიდატს ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

„საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერჯერობით არის ნაადრევი. სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის–აგვისტოში დასახელდება ჩვენს მიერ ოფიციალურად კანდიდატი. მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი კონსულტაციები იყო, კონსულტაციებსაც ვერ დავარქმევთ იმას, რა მსჯელობაც ჩვენ გვქონდა აქამდე. გაგრძელდება განხილვები და ამის საფუძველზე შევჯერდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....