ქვესადგურებს „დიღომი-2“–სა და „დიღომი-35“–ს „ზაჰესის“ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„დღეს, 12:05 საათზე, სს „თელასის“ ქვესადგურებს „დიღომი-2“ და „დიღომი-35“ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება ჰიდროელექტროსადგურიდან „ზაჰესი“. ამის გამო ელქტრომომარაგება სს „თელასის“ 17 ათასამდე აბონენტს შეეზღუდა.
სარეზერვო ხაზის გამოყენებით კომპანიამ ოპერატიულად შეძლო ქვესადგურის „დიღომი-2“ 15,3 ათასი აბონენტის ელექტრომომარაგების აღდგენა (12:17 საათზე), ხოლო ქვესადგურის „დიღომი-35“ 1,7 ათას აბონენტს ელექტროენერგია 13:00 საათზე მიეწოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.