The Telegraph-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა. ტერეზა მეიმ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიურ შეტევაზე ლონდონის ოფიციალურ პასუხზე სამსჯელოდ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს მეის გადაწყვეტილებას ბრიტანეთი შეუერთდება აშშ-ს მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს.
იტვირთბა....