ონში, მთავარ მოედანზე, „ონის კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გაიმართება. მშენებლობას, მოძრაობა „არა ონის კასკადის“ წევრებთან ერთად ზემო რაჭის მოსახლეობა გააპროტესტებს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გეოლოგებსა და სეისმოლოგებთან კონსულტაციებით დადგინდა, რომ პროექტის არცერთი დასკვნა მის უსაფრთხოებას არ ადასტურებს.
“მოძრაობა „არა ონის კასკადს“ არ თანამშრომლობს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. მოძრაობის წევრებმა კონსულტაცია გაიარეს არაერთ გეოლოგსა თუ სეისმოლოგთან. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ონის კასკადის პროექტში არ არის მოცემული არც ერთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პროექტის უსაფრთხოებას”,- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
წყარო: Imedinews.ge