ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა.
ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა.
გარდამოხსნა სამების ტაძარში არასრული 3 დღე დარჩება, როგორც უფალი იმყოფებოდა საფლავში არასრული სამი დღე.

