ახალი ამბები მთავარი სამართალი

51-ე სკოლის საქმეზე ბორის კაკუბავა გამოკითხვაზე დაიბარეს

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბორის კაკუბავა გამოკითხვაზეა დაბარებული. კაკუბავას გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადების საფუძველზე მოხდება. კაკუბავა გამოკითხვაზე დღესაა დაბარებული და მას საგამოძიებო ორგანოში დღის განმავლობაში ელოდებიან.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა თბილისის პროკურატურას მიმართავს, რომ საქმეში ბრალდებული ორი პირის ბაბუის, ბორის კაკუბავას განცხადებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

კაკუბავა ყოფილი დეპუტატია, რომელმაც “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ მისი ორი შვილიშვილი ბრალდებულია აღნიშნულ საქმეში, ისინი სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, გარჩევას წინ უძღოდა კონფლიქტი. სწორედ მის ამ განცხადებაზე აქვთ პრეტენზია გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

 

ზაზა სარალიძე ითხოვს, რომ ბორის კაკუბავას განცხადებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს

იტვირთბა....