aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე ითხოვს, რომ ბორის კაკუბავას განცხადებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა თბილისის პროკურატურას მიმართავს, რომ საქმეში ბრალდებული ორი პირის ბაბუის, ბორის კაკუბავას განცხადებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

კაკუბავა ყოფილი დეპუტატია, რომელმაც “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ მისი ორი შვილიშვილი ბრალდებულია აღნიშნულ საქმეში, ისინი სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, გარჩევას წინ უძღოდა კონფლიქტი. სწორედ მის ამ განცხადებაზე აქვთ პრეტენზია გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.

„გააჟღერა, რომ აშანტაჟებდნენ მის შვილიშვილებს. აყოფინებდნენ ტუალეტში თავს და „აწერდენ“ ფულს. მოვითხოვ, რადგან საქართველოს კანონმდებლობა ასე ძლიერად იცავს არასრულწლოვნებს, ჩემი შვილის, ლევანის და მათი მეგობრების უფლებებიც იყოს დაცული. რატომ გააჟღერა ეს, რის საფუძველზე გააჟღერა და თუ არ შეესაბამება სიმართლეს, მიეცეს სამართლებრივი ფორმა. თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალება არისო ნათქვამია, რაც ჩემი აზრით, ბორის კაკუბავამ გამოიყენა“- აღნიშნა ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იტვირთბა....