ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება

კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრის სილურისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება.

“კვიპროსში, ძალიან ლამაზ რეგიონში აშენდება ქართული მონასტერი. აქ ასევე არსებობს ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება. იმედს გამოვთქვამ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება“, – განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრის სილურისმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კვიპროსთან საქართველოს აქვს პოლიტიკური და კულტურული კავშირები და უერთიერთობების გაღრმავება უმნიშვნელოვანესია.

იტვირთბა....