ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს ტელეპროდიუსერი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდი წინასაარჩევნოდ, ეს არის ღამის ეკონომიკის განვითარება. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ბევრ თანამედროვე ქვეყანაში კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისში აუცილებლად უნდა დაეთმოს ამას ყურადღება. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებზე და გავაცოცხლოთ ისეთი უბნები, სადაც ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა. ამ პროექტს უხელმძღვანელებს ყველასთვის კარგად ნაცნობი, ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე. ის ჩაუდგება ამ პროექტს სათავეში. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ერთად, ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით ქალაქისთვის ძალიან სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....