ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე პირველი სხდომა ჩატარდა

ბათუმის მერი მზად არის, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე,  მუსლიმ მრევლთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყოს. ინფორმაცია  „აჭარის ტელევიზიამ“ გაავრცელა.

ლაშა კომახიძის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარესთან, ამ დრომდე ოფიციალური შეხვედრა და მოლაპარაკებები არ ყოფილა. მერს იმედი აქვს, რომ პროცესების დასრულების შემდეგ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება.

“სასამართლო პროცესი, ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ  ახალი თვითმმართველობის პირობებში დაგვხვდა. დაწყებული გვაქვს დიალოგი.  სასამართლოს მივმართეთ, რომ გარკვეული პერიოდი აგვეღო. საჭიროა მხარეები ერთმანეთს უშუალოდ დაველაპარაკოთ. ეს ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. დიალოგი კონკრეტულ შედეგს მოიტანს  და ყველა მხარე კმაყოფილი იქნება”, – ამბობს ბათუმის მერი.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე პირველი სხდომა ჩატარდა, თუმცა ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ  სხდომის გადადების შესახებ შუამდგლომლობა დააყენა.

მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ისინი მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ითხოვენ. გარდა ამისა ქალაქის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დადგენასაც მოითხოვენ.

მუსლიმი თემი განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან ეს ტერიტორია საჯაროა და აქ მრავლადაა სხვა საეკლესიო ნაგებობები.

იტვირთბა....