ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში ჩუტყვავილის 5 შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავის #2 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩუტყვავილას 5 შემთხვევა დაფიქსირდა. მედიკოსების განმარტებით რუსთავში ჩუტყვავილას დინამიკამ იკლო. ამის შესახ ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა ვლინდება.

მანამდე თბილისის მერმა განაცხადა, რომ აუცილებელია მშობლებმა ბავშვის ჯანმრთელობასა და აცრასთან დაკავშირებით ცნობა წარმოადგინონ.

ცნობილი გახდა, რომ თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სისხლმდენი ჩუტყვავილა გახდა.

ასევე, წითელას ეპიდემიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის 1 თებერვლის ბრძანებით, აუცილებელია ყველა ბავშვს ჰქონდეს სავალდებულო ვაქცინაცია ჩატერებული.

იტვირთბა....