ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ “თელასის” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

21 თებერვალს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, “თელასის” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

“11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ყურაშვილის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, ბერაძის და კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს; 13:30-დან 16:00 საათამდე – პეკინის გამზირის, კოსტავასა და ბახტრიონის ქუჩებს; 11:00-დან 15:00 საათამდე – დიღმის მასივის I კვარტალს, აკაკი ბაქრაძის და ჩაჩავას ქუჩებს; 12:00-დან 12:30 საათამდე კი – სოფელ გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, ქერჩის და ღების ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება’, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....