თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ერთ ლარად გადაეცემათ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს ოჯახები წყნეთის გზატკეცილზე ცხოვრობენ.
„38 ოჯახი, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე მეხუთე კორპუსში ცხოვრობს, 90-იანი წლებიდან იქ იმყოფება და ყოველდღე ელოდება, რომ ეს ფართი გადაეცემა. მე მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო დაპირებებსა და შესრულებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი და დაპირება აუცილებლად შესრულდება თბილისის მერიის მიერ.

