ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: “რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს”

სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც მას ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. სუჯაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მისი განცხადებით, დღეს საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა იყო.

 

„რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, რადგანაც მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა სუჯაშვილმა.

კითხვაზე – ეთანხმება თუ არა ის განცხადებას, რომ მთავარი საფრთხე არის თურქეთი, დავით სუჯაშვილის განცხადებით, თურქეთი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა.

იტვირთბა....