ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანი: “ჩაბუქის გათვისუფლება არ ნიშნავს, რომ მისი საექსტრადაციო პროცესი დასრულდა”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჩაბუქის საექსტრადაციო პროცესი არ დასრულება და დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უწყება გაანალიზებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს გაასაჩივრებს თუ არა.

„ის, რომ გუშინ საკონსტიტუციო ვადის ცხრა თვის გასვლასთან დაკავშირებით ბატონი ჩაბუქიგათავისუფლდა სასამართლოს მიერ რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ საექსტრადიციო პროცესი დასრულდა. ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის პროცედურების დასრულებას. მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები პირი, ველოდები სასამართლო პროცესის დასრულებას.

რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, პატიმრობის შეცვლას გირაოთი, ვფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობს რისკი, რომ ბატონ ჩაბუქს გაუჩნდეს სურვილი, ექსტრადიციის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა.

შესაბამისად, ალბათ, გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან, ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ჩაბუქი გუშინ სააპელაციო სასამართლომ 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლა.

ჩაბუქი საქართველოში მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

იტვირთბა....