ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეა გოშხელეთიანის ყოფილი ქმრის ადვოკატი: “სოციალურ ქსელში მემუქრებიან”

დეა გოშხელეთიანის ყოფილი ქმრის ადვოკატი ლედი ტუკვაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მას ემუქრებიან. მისი თქმით, ცნობილია იმ ადამიანის ვინაობა ვინც ემუქრება და ამ საქმეზე გამოძებაც დაწყებულია.

“ყალბი Facebook-ექაუნთებით მიზანმიმართულად ვრცელდება ღირსების შემლახავი ინფორმაცია სოციალურ ქსელში. გარდა მუქარის შემცველი წერილებისა, რომ მე ვიცავ მოძალადეს, რომ ყველას ჩაგვსვამენ ციხეში ვინც გრიგოლ ბაკურაძეს იცავს”, – აცხადებს ტუკვაძე.

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ ქმარს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. დაკავებულმა ბაკურაძემ ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

საუბარია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე,რომლის მიხედავითაც ბაკურაძე გოშხეთემიანისთვის ძალადობის შემცველი სმს-ის გაგზავნაში სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.

სააპელაციო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძის სარჩელი დააკმაყოფილა და აღნიშნულ ნაწილში ის დამნაშავედ არ ცნო .

 

იტვირთბა....