პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მარტო რუსეთიდან არ მოდის საფრთხე. მისი თქმით საფრთხეა თურქეთი და ირანიც.
“უწყებას ჭირდება ადეკვატური დაფინანსება, რადგან მისი საქმიანობა მთელ რიგ ინფრასტრუქტურასთნ არის დაკავშირებული. მარტო რუსეთი არაა ქვეყნის საფრთხე. თურქეთი არაა საფრთხე? ირანი არაა საფრთხე? საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ საფრთხე არაერთი ქვეყნიდან მოდის. საქართველოს ტერიტორიის 33% თურქეთს აქვს ოკუპირებული. თურქეთი აჭარის რეგიონში უკიდურესად სახიფათო პოლიტიკას ახორციელებს. ოკუპანტი თურქეთიცაა და რუსეთიც”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტში დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე.
შეგახსენებთ, რომ დაზვერვის სამსახურის წარმოამდგენლები დეპუტატებს ქვეყნის მთვარი საფრთხეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.