ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვაჭანტირაძე ჩაბუქის საქმეზე: “თავი ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემას ავარიდეთ”

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე კომენატრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.მისი თქმით, ჩაბუქის გათავისუფლებით საქართველოს თავიდან ბევრი სერიოზული პრობლემა აიცილა.

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თავი ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემას ავარიდეთ, როგორც დემოკრატიის ნამდვილმა კუნძულმა ჩვენს რეგიონში. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება მთელი გულით მივესალმო. ამ საქმის მიმართ ძალიან დიდი საერთაშორისო მორინტორინგი იყო და ამ საკითხზე ყველა ფორმატში გვესაუბრებოდნენ, თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, რომ საკითხი სასამართლოს დონეზე იყო ასული და მისი სუვერენული საგანი იყო ის, როგორ გადაწყდებოდა ჩაბუქის საქმე. ვინაიდან შედეგი დადგა, ამას მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება თურქეთის რეაქციას, ჩვენმა თურქმა კოლეგებმა იციან, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია და ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

იტვირთბა....