ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთის რაიონში მძარცველებმა სახლიდან სიგარეტის შეკვრები მოიპარეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრების ოჯახში მძარცველები ფანჯრიდან შევიდნენ და სხვადასხვა სასურსათო საქონელი წაიღეს, მათ შორის, სიგარეტის შეკვრები და 50 ლარის ოდენობის თანხა. ამის შესახებ “გურია ნიუსი” წერს.

სააგენტოს ცნობით, დაზარალებულმა მათ უთხრა, რომ აღნიშნული ფაქტი ოზურგეთის პოლიციას შეატყობინა. მისი თქმით, ჯერ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

წყარო: gurianews.com

 

იტვირთბა....