ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-მა მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს პროექტის გარეშე, სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამი შესთავაზა, სამი ათასი ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა ის თანხის გადაცემის დროს დააკავეს. გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იტვირთბა....